წვლილი

თიანური დამბალხაჭო და ერბო
მდგომარეობა: 0.65%
წვლილის დასრულებამდე დარჩენილი დრო დასრულებული
პროექტის ბიუჯეტი 10000 ლარი
დაეხმარე ტრადიციას იპოვოს ახალი სიცოცხლე !


პროექტის ავტორის შესახებ :
მე ვარ ირაკლი ბაიაშვილი, ფშაველი, 27 წლის, ვცხოვრობ თბილისში და ამჟამად დასაქმებული ვარ სატრანსპორტო კომპანიაში.
ჩემი პროექტის ძირითადი მიზანია გვერდით დავუდგე ჩემს სოფელს და ხალხს, რომელიც ძალიან მიყვარს, და სტიმული მივცე სოფლის განვითარებას. მინდა, რომ ჩემი სოფელი არ დაიცალოს ხალხისგან. ამიტომ, გადაწყვეტილი მაქვს საცხოვრებლად სოფელში გადავიდე და ვაკეთო ის საქმე, რაც მე სიამოვნებას მომანიჭებს, გამახსენებს ჩემს ბაბო-პაპას და ზამთარში ერთით მეტი საკვამურიდან ამოვა კვამლი. ეს, ჩემი აზრით, სტიმული იქნება სხვა ახალგაზრდებისთვის.
მე ბედნიერი ვიქნები, რომ ჩვენი ნატურალური პროდუქტებით სხვებს გავაცნობ ჩემს კუთხეს და პოპულარულს გავხდი მთის მეურნეობას. დიდი მადლობელი ვიქნები თქვენი მხარდაჭერისა და გვერდზე დგომისათვის.
პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობა : თიანეთის რაიონი სოფელი სიმონიანთხევი.
ჩვენი პროექტი ითვალისწინებს ქართული ტრადიციული თიანური დამბალხაჭოსა და ნატურალური ერბოს წარმოებას და მათ რეალიზებას მცხეთა-მთიანეთისა და თბილისის მასშტაბით.
ჩემი მიზანია შევქმნა საწარმო, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნიკით და დააკმაყოფილებს ხარისხის შესაბამის სტანდარტებს: შევიძენთ ხუთ ძროხას, შევქმნით მათი კვება-მოვლა-პატრონობისთვის, რძის მიღება-შენახვისთვის საჭირო მეურნეობას, შევიძენთ ინვენტარს დამბალხაჭოსა და ერბოს წარმოებისთვის და შეფუთვისთვის. ჩვენს მიერ დასაქმდება სამი ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომლებიც ტრადიციული თიანური მეთოდით დაამზადებენ დამბალხაჭოსა და ერბოს.
პროექტის ბიუჯეტი :
მეურნეობის მოწყობისთვის: საძირკვლის ამოყვანა, კედლების ამოყვანა ბლოკით, კედლებზე სარტყელის მოწყობა, ღობის მოწყობა მავთულბადით, სახურავის მოწყობა, კედლების შელესვა, იატაკის მოწყობა, ფანჯრებისა და კარების მოწყობა, ელექტოობის მონტაჟი.
საწარმო: არმატურა 300ლარი, ხრეში 100ლარი, ცემენტი 250ლარი, ბლოკი 550ლარი, სილა 100ლარი, თუნუქის ფურც. 270ლარი, კოჭი,ფიცარი 250ლარი, კარ-ფანჯარა 600ლარი, მეტლახი 250ლარი, ელექტროობა 150ლარი.
პირუტყვი - ძროხა 5ც-5500ლარი.
ინვენტარი: სადღვები მანქანა 12ლ 2ც - 450ლარი, ქვაბი ალუმინის 30ლ 4ც - 200ლარი, თიხის ქოთანი 30ლ 5ც - 150ლარი, მაცივარი 1ც - 500ლარი, ვაკუუმის შესაფუთი დანადგარი 1ც- 800ლარი, შესაფუთი მასალა - 200ლარი.
საჩუქრები :
დიდ მადლობას გიხდით თითოეულ მხარდამჭერს დაწყებული ერთ ლარიანი შენატანიდან.
ვიმედოვნებთ, თქვენი მხარდაჭერით საინტერესო საქმის დაწყებას შევძლებთ.
10 - 20 ლარამდე შემოტანის შემთხვევაში საჩუქრად მიიღებთ 300 გრ დამბალ ხაჭოს.
20 - 35 ლარამდე შემოტანის შემთხვევაში საჩუქრად მიიღებთ 500 გრ დამბალს ხაჭოს.
35 - 55 ლარამდე - 500 გრ დამბალი ხაჭო და 200 გრამი ნატურალური ერბო.
55 ლარიდან ზემოთ - უფასო ტური ერწოში, საწარმოს დათვალიერება და გამასპინძლება ტრადიციული კერძებით, ასევე ყველას საჩუქრად დამბალი ხაჭო.
საჩუქრების მიწოდება მოხდება თანხის აგროვების დასრულების შემდგომ საწარმოს აშენებისა და დამბახაჭოს დაძველებისთანავე, დეკემბერისა და იანვრის თვეებში.
რადგან მომხმარებლები განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ დამბალხაჭო ებრძვის სისხლში ქოლესტერინის დაგროვებას. მისი ობი ებრძვის ქოლესტერინს და ასევე აკაფსულებს ტუბერკულოზის ჩხირებს. დამბალხაჭო ძალზე წააგავს ფრანგულ დაობებულ ყველს. გააჩნია დამზადების ბუნებრივი მეთოდი, ქიმიური დანამატების გარეშე.

დამბალხაჭოს გარდა, ჩვენს მიერ ასევე დამზადდება ნატურალური ერბო, რომელიც კარაქის გადადნობის შედეგად მიიღება. ასეთი ერბო განსხვავდება დღეს ბაზარზე არსებული იმპორტირებული ერბოებისგან, რომლებიც ხშირად გაჯერებულია ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებით. ჩვენს მიერ წარმოებული ერბო დამზადებული იქნება მხოლოდ ძროხის რძისგან და იქნება სასარგებლო თვისებების მატარებელი. შეიცავს რა დიდი რაოდენობით სუფთა ცხიმს, ასეთი ერბო ხელს უწყობს ორგანიზმში აღდგენითი და იმუნური პროცესების განვითარებას.
აღნიშნული პროდუქტების შეფუთვა მოხდება ვაკუუმის აპარატის მეშვეობით, რაც სრულად შეუნარჩუნებს პროდუქტებს მათთვის დამახასიათებელ სასარგებლო თვისებებს. ამგვარი შეფუთვის პირობებში, დამბალხაჭოს და ერბოს შენახვა შესაძლებელია მაცივარში, რათა შენარჩუნდეს მათი პირვანდელი გემო, ან მაცივრის გარეთ ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 20 გრადუსისა. უკანასკნელ შემთხვევაში, პროდუქტის გემო შესაძლოა შეიცვალოს, ის ხდება უფრო მწარე, მაგრამ პროდუქტების პირვანდელი სასარგებლო თვისებები უცვლელი რჩება.

პროექტი სასარგებლო და მომგებიანი იქნება თქვენთვის, ჩვენთვის, მთისთვის და ბარისთვის, რადგან:
1. ყოველი შემოტანილი წვლილისთვის ჩვენ ნატურალური წარმოების დამბალხაჭოსა და ერბოს გთავაზობთ საჩუქრად : გაუსინჯეთ გემო ნამდვილ, ნატურალური რძისგან და ტრადიციული დაძველებით დამზადებულ დამბალხაჭოს; ერბოს, რომელიც გაგახსენებთ ბავშვობის ნამდვილ გემოს მინარევებისა და დანამატების გარეშე !
2. შესაძლებლობა გვეძლევა მესაქონლეობის დარგი განვავითაროთ ჩემს უსაყვარლეს მთიანეთში, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია მთის სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, სუფთა გარემო და ხალხი, - მოკლედ, სინამდვილე მინარევების გარეშე.
3. და რა თქმა უნდა, ეს პროექტი სარგებელს მოიტანს მთიანეთის განვითარების კუთხით, რადგან თიანეთის რაიონი დღეს ფაქტობრივად დაცლილია ხალხისგან. სკოლებში თითო-ოროლა ბავშვი სწავლობს და ახალგაზრდები თითქმის ყველა ოჯახიდან ქალაქში მიდიან.
ვფიქრობ, მთის დაცლა დაუშვებელია ისეთი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა.
მთა ჩვენი ზურგია და ჩვენი უნდა მივხედოთ მთას.
მინდა აღვნიშნო, რომ თიანეთის რაიონში დამბალხაჭოს წარმოება ორმაგად ზრდის აღნიშნული პროდუქტის თვისობრივ ღირებულებას, რადგან მოცემული პროდუქტის ადგილწარმოშობის ადგილად სახელმწიფოს მიერ სწორედ თიანეთი და ფშავია დადგენილი.


დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!

პარტნიორები

შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით