წვლილი

სწავლის გასაგრძელებლად თედოსთვის
მდგომარეობა: 0.04%
წვლილის დასრულებამდე დარჩენილი დრო დასრულებული
პროექტის ბიუჯეტი 56327 ლარი
მე თედო ვარ.  ხელოვნებითა და ყოვედღიური პროგრესით ვსუნთქავ. ვცხოვრობ დედასთან და და-ძმასთან ერთად. ვამაყობ ჩემი ოჯახით, რომელიც ხშირად ლუკმა-პურის მაგივრად საღებავებს ყიდულობდა, რათა ის მეკეთებინა, რაც მიყვარდა. მრავალი სირთულე ღირსეულად გავიარეთ, რომ ხელში ცოდნა და განათლება გვჭეროდა, ბრძოლის უნარი და მომავლის რწმენა გვქონოდა.
თექვსმეტწლიანი სწავლის პერიოდის შემდეგ მივაღწიე იმას, რომ ჩავაბარე ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში, მოვხვდი საუკეთესო აპლიკანტთა ათეულში და ავიღე მაქსიმალური გრანტი, მაგრამ ეს სწავლის საფასურის მხოლოდ ნაწილია. ახლა ყველაზე მეტად მჭირდება თქვენი დახმარება იმისთვის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში სწავლის შანსი არ დავკარგო და ბოლომდე მივყვე ჩემთვის უძვირფასეს მიზანს... მჭირდება დახმარება იმისთვის, რომ მივიღო ახალი ცოდნა, გამოცდილება, რომელსაც აუცილებლად დავუბრუნებ ჩემს სამშობლოს. ჩემი მიზანი საქართველოს დატოვება არ არის. ჩემი მიზანი თვითგანვითარება და შემდეგ აქ ღირსეული საქმის კეთებაა. ვინც მიცნობს, ეცოდინება ჩემი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ. ვფიქრობ, ჩემს წილს ყოველ დღე ვიბრძვი, რომ საქართველო უკეთესი გახდეს. მჯერა, რომ იგრძნობთ, რას განვიცდი ახლა... პროექტის ბიუჯეტი : ახალგაზრდა მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა ჩააბარა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში (New York Art Academy) ფერწერის ფაკულტეტზე, მოხვდა განსაკუთრებით ნიჭიერთა საუკეთესო ათეულში, რის საფუძველზეც მიიღო გრანტი 15000 დოლარის ოდენობით, თუმცა ეს არ არის საკმარისი აღნიშნულ აკადემიაში სწავლის გასაგრძელებლად და მას სჭირდება ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა, რათა შეძლოს სწავლის საფასურის დარჩენილი ნაწილის (23936 დოლარი) დაფარვა. გთხოვთ, დავეხმაროთ ნიჭიერ მხატვარს საკუთარი მიზნის მიღწევაში.
ავტორის შესახებ : ვარ არტისტი, ვმუშაობ ფერწერაში, გრაფიკაში, წიგნის გრაფიკაში, კედლის მხატვრობაში, ქანდაკებაში, ფილმისა და თეატრის მხატვრობაში, გრაფიკულ დიზაინში, 2008 წელს დავამთავრე ათ წლიანი სამხატვრო სასწავლებელი, 2012 წელს დავიცავი ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ხოლო 2014 წელს - მაგისტრატურის ხარისხი. 2018 წლის გაზაფხულზე გავხდი ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი.
გმადლობთ მხარდაჭერისთვის!
"Heroes"

 


"Babylon Night" - ნამუშევარი არის პრემია "ჟირაფის" მფლობელი და ეკუთვნის გიორგი ჯავრიშვილის კერძო კოლექციას
"Rabath Castle"
"Cosmic Buoyancy"
...................

პარტნიორები

შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით