წვლილი

რაციები სხვადასხვა პროექტებისათვის
მდგომარეობა: 0.47%
წვლილის დასრულებამდე დარჩენილი დრო 15 დღე
პროექტის ბიუჯეტი 3000 ლარი
შევიტანოთ წვლილი საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებაში!
ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების განათლებისა და განვითარების ცენტრი დაფუძნდა 2014 წელს. ცენტრში ფუნქციონირებს განათლების, კულტურისა და ქველმოქმედების სამსახურები. აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციას და ახორციელებს ახალგაზრდულ პროექტებს. ცენტრში გაწევრიანება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებსა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.

ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადია ალილოს მსვლელობის ორგანიზება. წლების განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ აღნიშნული და სხვა საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, რომლებიც ღია სივრცეს მოითხოვს, ძალზედ პრაქტიკული და საჭიროა რაციით სარგებლობა.
ალილოს მსვლელობა ტრადიციულად იწყება ვარდების მოედნიდან და სრულდება სამების საკათედრო ტაძარში. აღნიშნული მსვლელობა გრძელდება დიდ მანძილზე, მსვლელობის დროს წარმოიქმნება სხვადასხვა პრობლემა, რომლის მოგვარება უწევთ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს, კომუნიკაციისათვის კი რაცია საუკეთესო საშუალებაა. რადგან ჯგუფის წევრები მოძრაობენ სრულ მანძილზე, რომელსაც მსვლელობა მოიცავს, ამიტომ გვესაჭიროება აღნიშნული რაციები.
დამფინანსებელს ვთავაზობთ შემდეგ საჩუქრებს:
თუ ჩარიცხავთ 20-30 ლარამდე, საჩუქრად მიიღებთ ჩვენი ორგანიზაციის ბრენდირებულ ჭიქას;
თუ ჩარიცხავთ 30-50 ლარამდე, საჩუქრად მიიღებთ სუვენირს;
ხოლო თუ ჩარიცხავთ 50 ლარს ან მეტს, მაშინ ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების განათლებისა და განვითარების ცენტრი ალილოს მსვლელობაში რეგისტრაციის დაწყებამდე გაითვალისწინებს თქვენთვის შესამოსელს (შესამოსლების რაოდენობა შეზღუდულია), რეგისტრაცია გრძელდება 2 კვირის განმავლობაში.
საჩუქრები გადაეცემა დამფინანსებელს, თუ პროექტით გათვალისწინებული თანხა სრულად შეგროვდება.
წვლილის შეტანისას, გთხოვთ, მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია, რათა საჩუქრების გადმოცემა შევძლოთ.
მადლობას გიხდით მხარდაჭერისათვის!

პარტნიორები

შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით