წვლილი

დავუბრუნოთ კინო რუსთავს
მდგომარეობა: 0.21%
წვლილის დასრულებამდე დარჩენილი დრო 77 დღე
პროექტის ბიუჯეტი 15000 ლარი
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ რამდენჯერაც მეგობრებმა ფილმის ერთად ყურება გადავწყვიტეთ, იძულებულები ვიყავით ან რომელიმესთან სახლში გვეყურებინა, ან თბილისში წავსულიყავით. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სივრცე, სადაც ჩვენც და კიდევ ბევრი ჩვენნაირი შეძლებდა მოსვლას და ფილმის ყურებას. აქედან დაიბადა “ცისფერი მთების” იდეა, ადგილის, სადაც შესაძლებელია ფილმის ნახვა, საღამოობით მეგობრებთან ერთად განტვირთვა, სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა.

“ცისფერი მთები” აერთიანებს დარბაზს, სადაც შესაძლებელია ფილმების ყურება, პრეზენტაციების, შოუების, სთენდ-აფების გამართვა და კაფეს, სადაც შეძლებთ დატვირთული დღის შემდეგ მეგობრებთან ერთად სასიამოვნო დროის გატარებას.
დადგა დრო რუსთაველმა ახალგაზრდობამ თვითონ ვიზრუნოთ ჩვენსავე ქალაქზე.

ჩვენი მიზანია რუსთავში შევქმნათ სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ ფილმების ყურებას და ასევე უბრალოდ საღამოს წყნარ, მშვიდ და მყუდრო გარემოში გატარებას. პროექტის ფარგლებში მსურს სკოლებთან შეთანხმებით კვირაში ერთხელ ჩვენს კინოდარბაზში მოეწყოს საგანმანათლებლო კინო ჩვენებები სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე ჩვენებები ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის. გვსურს ინტერიერი გავაფორმოთ რუსთაველი მხატვრების ნამუშევრებით, რაც ხელს შეუწყობს მათ პოპულარიზაციას.

რა გვინდა შევთავაზოთ რუსთაველებს:
- სხვადასხვა გასართობი და განსატვირთი ადგილი ერთ სივრცეში.

- კინოჩვენებები არ იქნება მხოლოდ გასართობად, კვირის თითოეულ დღეს იქნება სხვადასხვა ჟანრის ფილმი, ასევე მულტფილმები. რთული და „ჩახლართული“ ფილმების ნახვის შემდეგ სტუმრებს შეეძლებათ მოისმინონ ფილმების განხილვა.

- „სინემა კლუბის“ შექმნა, რომლის წევრებიც ისარგებლებენ დამატებითი სერვისებით და ფასდაკლებებით კინოში, კაფეში, ბარში და გეიმინგ რუმში.

- სურვილის შემთხვევაში მეგობრებს შეეძლებათ დაჯავშნონ დარბაზი და ერთად უყურონ მათთვის სასურველ ფილმს.

პროექტის ბიუჯეტი : პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფართი უკვე შერჩეულია და სარემონტო სამუშაოებიც დაწყებულია. უბრალოდ ვეღარ ვერევით საკუთარი ჯიბიდან პროექტის დაფინანსებას. შეგროვებული თანხა საჭიროა სხვადასხვა სარემონტო მასალისა და ინვენტარის შესაძენად:
პროექტორი - 1280 ₾
დინამიკები - 1200 ₾
ეკრანი - 250 ₾
პოპკორნის აპარატი - 150 ₾
ინტერიერის მოწყობა: თაბაშირ-მუყაო და მოსაპირკეთებელი მასალა - 1000 ₾.
საღებავი - 300 ₾
კინო დარბაზის ხმის იზოლაცია - 1000 ₾
საპირფარეშოების მოპირკეთება : კაფელი, მეტლახი, ცემენტი, ონკანები და ნიჟარები - 1500 ₾
გათბობისა და ვენტილაციის სისტემები - 2500 ₾
სამზარეულოს ინვენტარი : გაზქურა - 500 ₾, გამწოვი - 250 ₾, სათავსოების დამზადება - 800 ₾, ნიჟარა და ონკანი - 300 ₾, ფრისა და ყავის აპარატი - 500 ₾
ბარის მაგიდა - 500 ₾
კაფისათვის მაგიდები და სკამები - 2000 ₾
რემონტის დროს დასაქმებულების შრომითი ანაზღაურება - 1000 ₾.

საჩუქრები :
5 - 10 ₾ - საჩუქრად პოპკორნი პირველ სეანსზე.
11 - 30 ₾ - საჩუქრად პოპკორნი და გამაგრილებელი სასმელი პირველ სეანსზე.
31 - 50 ₾ - საჩუქრად 2 ბილეთი, პოპკორნი და გამაგრილებელი სასმელი 2 ადამიანზე პირველ სეანსზე.
51 - 70 ₾ - საჩუქრად 2 ბილეთი + 2 პოპკორნი კინოსეანსზე + სასიამოვნო ვახშამი სეანსის შემდეგ ჩვენსავე კაფეში (პიცა, ფრი, სასმელი თქვენი არჩევანის მიხედვით).
>70 ₾ - საჩუქრად 1 თვიანი აბონემენტი კინოსეანსებზე.

პროექტის ავტორის შესახებ : მე გახლავართ შოთა გოგოლაძე, 26 წლის, დავიბადე და გავიზარდე რუსთავში და კარგად მახსოვს კინო რუსთაველი, რომელიც რუსთავის კულტურულ განვითარებაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა და მისი საკმაოდ ხშირი სტუმარიც გახლდით ჩემს პატარაობაში. მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო კინო დაიხურა და მის ადგილას ჯერ სამორინე იყო, ახლა კი ერთერთი ბანკის ოფისია. რუსთაველის დახურვის შემდეგ, ქალაქში კიდევ იყო კინოთეატრის ამოქმედების მცდელობა რუსთავის ქიმიკოსთა სახლში, კინო დარბაზი „ბრავო“, რომელსაც ასევე ბევრი სტუმარი ყავდა ჩემი და ჩემი მეგობრების ჩათვლით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ისიც დაიხურა.

დიდი იმედი მაქვს რუსთაველების გვერდში დგომის და მხარდაჭერის. ერთად დავუბრუნოთ ქალაქს ახალგაზრდული ცხოვრება, დავუბრუნოთ ქალაქს კინოთეატრი და დავუმტკიცოთ საზოგადოებას , რომ რუსთაველ ახალგაზრდებს შეგვიძლია ერთად დგომა.
მადლობას გიხდით ყველას!

პარტნიორები

შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით