წვლილი

„ვინინო" კორკ-არტი
მდგომარეობა: 2.08%
წვლილის დასრულებამდე დარჩენილი დრო 58 დღე
პროექტის ბიუჯეტი 2400 ლარი
"ვინინო" - ღვინისა და ხელოვნების მოყვარულთათვის

პროექტის
მიზანია საქართველოში პირველი კორკ-არტის სახელოსნოს შექმნა და ხელოვნების ამ მიმდინარეობის პოპულარიზაცია. კორპი არის ერთგვარი მუხის ხის ქერქი, რომლისგანაც ამზადებენ ღვინის ბოთლის საცობებს. სწორედ მათი მეშვეობით ვქმნი მოზაიკურ ნახატებსა და ხელნაკეთ ნივთებს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში გავხსნიდი სტუდია-სახელოსნოს, სადაც ნებისმიერი ასაკის მსურველებს შევასწავლიდი ამ საინტერესო საქმეს, სახელოსნოს გაფართოებასთან ერთად კი დავასაქმებდი საუკეთესო მოსწავლეებსაც.

ვინინოს ისტორია ცოტა უცნაურად და სასაცილოდ დაიწყო. გასულ წელს, კახეთში, ერთ-ერთ მეღვინეობაში მუშაობისას, ღვინის ბოთლის საცობებს ვაგროვებდი. ახალი წლის წინა დღეს, სიცხიანმა, საწოლში მწოლიარემ მოწყენილობისგან მუყაოზე დაჭრილი კორპების დაწებება დავიწყე. ასე დავამზადე პირველი ნამუშევარი სახელად In vino veritas და მას შემდეგ სერიოზულად დავინტერესდი კორკ-არტით. უკვე ერთი წელია ვქმნი ნამუშევრებს როგორც ღვინის, ასევე სხვა თემაზე, ვმონაწილეობ სხვადასხვა ფესტივალებში და შევიმუშავე ჩემი საკუთარი ტექნიკაც. კორპი არაჩვეულებრივად გამძლე, ორიგინალური და იმდენად მრავალფუნქციური მასალაა, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია ყველაფრის დამზადება, პირადი ნივთებით დაწყებული - ავეჯით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების ეს სახე მსოფლიოში პოპულარულია, საქართველოში პროფესიონალურ დონეზე არ იქმნება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში,„ვინინო" კორკ-არტი" პირველი სახელოსნო იქნება, რომელიც ქვეყანაში ხელოვნების ამ საინტერესო მიმდინარეობას შემოიტანს და საქართველოსთვის, როგორც ღვინის სამშობლოსთვის ძალიან თემატურ პროდუქტს შექმნის.
პროექტის ბიუჯეტი : იქიდან გამომდინარე, რომ ვარ 2 მცირეწლოვანი შვილის დედა, სახლში ნამუშევრებს ფიზიკურად ვერ ვქმნი, რადგან ბავშვებისთვის სახიფათო მასალებით ვმუშაობ-დანები, წებო, ლაქი... თქვენი თანადგომის შემთხვევაში შევძებ საწყის ეტაპზე 6 თვით ვიქირაო პატარა ფართი ბინასთან ახლოს, რომელიც მთლიანობაში დამიჯდება დაახლოებით 1800ლ( თვეში 300ლარი რომ ვიანგარიშო). ეს ფართი იქნება სახელოსნოც და აქვე მივიღებ მოსწავლეებსაც. საწყის ეტაპზე შევიძენ 50ცალ ხის დაფას, რასაც დასჭირდება 250 (თითო დაფა 5 ღირს). 1000 კორპი - 300.(ყოფნის დაახლ. 50 ნამუშევარს) საღებავები - 50 (აკრილი). რაც შეეხება დანებს, სილიკონს, წებოს და ა.შ. წვრილმანებს მე თვითონ მოვიმარაგებ. სულ ჯამში გამოდის 2400 ლარი, რაც შესაძლოა დიდი თანხა არაა, თუმცა ჩემთვის მისი შეგროვება სასწაულის ტოლფასი იქნება.
საჩუქრები :
1დან 5 ლარამდე - ერთი უფასო მასტერ-კლასი.

6დან-10ლარამდე - ერთი უფასო მასტერ-კლასი და ჩემი პერსონალური გამოფენის მოსაწვევი.

11დან- 20ლარამდე - ერთი უფასო მასტერ-კლასი და კორპისგან დამზადებული სუვენირი-ბრელოკი.

21დან-50ლარამდე - ერთი უფასო მასტერ-კლასი და პერსონალური ზოდიაქოს მინიატურა კორპით.

51დან- 100ლარამდე - ერთი უფასო მასტერ-კლასი და 25% იანი ფასდაკლება ყველა ნამუშევარზე და გაკვეთილებზე.

100ლარის ზემოთ - ერი უფასო მასტერ-კლასი და ნებისმიერი შეკვეთა და/ან გაკვეთილი 50%იანი ფასდაკლებით


ავტორის შესახებ: 

ვარ 31 წლის მარტოხელა დედიკო, ნინო ჭინჭარაული, რომელსაც ძალიან უყვარს ლიტერატურა, ხელოვნება და ლაშქრობა. ბავშობიდან გატაცებული ვიყავი ფერწერით, რომელიც მოზრდილ ასაკში მწერლობით ჩავანაცვლე. ბოლო რამდენიმე წელია, ვცდილობ ბავშვობის საყვარელი საქმიანობა ძირითად ხელობად ვაქციო, რისი საშუალებაც ამ ორიგინალურმა ხელსაქმემ მომცა და სურვილი მაქვს, ქართულ საზოგადოებასაც გავაცნო.
უღრმესი მადლობა წინასწარ ყველას, ვინც პროექტს მხარში დაუდგება
!

პარტნიორები

შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით