წვლილი

კარამელი
მდგომარეობა: 0.27%
წვლილის დასრულებამდე დარჩენილი დრო დასრულებული
პროექტის ბიუჯეტი 11000 ლარი

  ჯანსაღი კვება  


პროექტის მიზანია სთრითფუდის ბაზარზე ახალი და ჯანსაღი პროდუქტის დანერგვა. დღესდღეობით, ცხოვრების რითმიდან გამომდინარე, ადამიანების უმრავლესობას უწევს ქუჩაში მიირთვას, როგორიცაა შაურმა, ჰოთ-დოგი, კორნ-დოგი და უამრავი სხვა მავნე კონცენტრატებით გაჯერებული პროდუქტი, რომელიც ახდენს ზეგავლენას ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ხელს უწყობს ქოლერსტირინის დონის ამაღლებას სისხლში, უტევს კუჭ-ნაწლავს, ღვიძლს და იწვევს ჭარბწონიანობას. დროის უკმარისობის გამო, სამსახურში, სასწავლებელში უმეტეს ჩვენგანს შესვენების დროს გვიწევს არჩევანი გავაკეთოთ ამგვარ პროდუქტზე, რადგან შეზღუდული გვაქვს დრო. პროექტი ემსახურება იდეას, რომ მივაწოდოთ მოსახლეობას ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტი, მივცეთ ადამიანებს საშუალება აირჩიონ ჯანსაღი პროდუქტი.
  მაშ ასე, წარმოგიდგენთ კარამელიზებულ ხილს, ტკბილეულს, რომელიც არის ჯანსაღი, ნატურალური და გემრიელი. იგი წარმოადგენს ცოცხალ ხილს ამოვლებულს კარამელში ან შოკოლადში. გემოების გასამრავალფეროვნებლად ზემოდან აყრიან ქოქოსის ფანტელს, თხილს და სხვა და სხვა ტოპინგებს. პირველად იგი გაჩნდა აღმოსავლეთში. იმ დროს კარამელის სიროფი გამოიყენებოდა არა როგორც დესერტი, არამედ როგორც კონსერვანტი ხილის ხანგრძლივად შესანახად. როცა ევროპელებმა გასინჯეს კარამელიზებული ხილი, მათ ეს დელიკატესი ძალიან მოეწონათ. ვარაუდობენ, რომ ასეთი დესერტი ევროპაში მე-18-ე საუკუნეში გაჩნდა, მასიური გავრცელება კი მოხდა მე-19-ე საუკუნეში. ეს დესერტი დასავლეთში დღესაც ცნობილია. მაგალითად, ამერიკაში იგი მიიჩნევა ტრადიციულ დელიკატესად ჰელოუინის აღნიშვნის დროს. გერმანიაში კი მიიჩნევა ნაციონალურ დესერტად. გემოვნებისამებრ გამოიყენება ნებისმიერი ხილი, ეს შეიძლება იყოს ვაშლი, მსხალი, ფორთოხალი, ბანანი, კივი, ანანასი. გამოიყენება ცოცხალი ხილი, რომელიც არ გადის თერმოდამუშავებას, რის შედეგადაც ვინარჩუნებთ ხილის ყველა ვიტამინს და მიკროელემენტს. კარამელის სიროფი კი მზადდება მცირე ოდენობის შაქრისგან, რაც ასევე გვაძლებს დაბალკალორიულ დესერტს. ვინაიდან ბავშვებს თვალი უფრო გაურბით ჩიფსებისკენ, კოკა-კოლა, ჟელიბონი და სხვა, მავნე და არაჯანსაღი დესერტი მათთვის უფრო მიმზიდველია, ასეთი ფორმით ხილის მიწოდება ბავშვისთვის მალევე შეაყვარებს ამ დესერტს და გადააჩვევს ჩიპსების მირთმევას. და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის ხელმისაწვდომ ფასად.

ბიუჯეტი :დიდი ხანი ვფიქრობ და ვცდილობ ამ პროექტის განხორციელებას. ყველაზე დიდ სირთულეს წარმოადგენს აპარატურის შეძენა, რადგან საკმაოდ სერიოზულ თანხებთანაა დაკავშირებული და უბრალოდ შეუძლებელია მარტო გაუძღვე პროექტის დაფინანსებას. ამ პროექტის განსახორციელებლად საჭიროა:
კარამელიზატორი (კარამელის დასამზადებელი აპარატი)-2ცალი, რომელიც ღირს 3900ლარი, ჯამში 7800 ლარი.
ხის ჩხირების დისპანსერი - 1800ლარი.
სხვა და სხვა მასალა (ხელსახოცები, ქაღალდის პარკები, ჩხირები) - 600ლარი.
ნედლეული (სხვადასხვა ხილი, კარამელის სიროფი, ტოპინგი, ქოქოსის ფანტელი, შოკოლადი, თხილი, ნუში) - 800ლარი.
გარდა ამისა, დამზადებული პროდუქციისთვის საჭიროა ობიექტი, საიდანაც მოხდება დესერტის რეალიზაცია. ამისთვის საჭიროა პატარა ფართი, კარგია თუ ეს იქნება რომელიმე სავაჭრო ცენტრი, სადაც ხალხის მიმოსვლა ხშირია. ფართის იჯარა და ფართის მოწყობის ხარჯს მე თვითონ დავაფინანსებ, დაახლოებით ამას დასჭირდება 800 ლარი.
 

საჩუქრები
5-დან10 ლარამდე თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში გადმოგეცემათ 2ცალი კარამელიზებული ხილი, რომელსაც თქვენ აირჩევთ.
11-დან 20 ლარამდე ჩარიცხვის შემთხვევაში გადმოგეცემათ 4ცალი ხილი.
21-დან 30 ლარამდე ჩარიცხვის შემთხვევაში გადმოგეცემათ 4ცალი კარამელიზებული ხილი 2ჯერ.
31-დან 50ლარამდე ჩარიცხვის დროს გადმოგეცემათ 30%-იანი ფასდაკლების ბარათი 2დღის ვადით.
51-დან 100ლარამდე ჩარიცხვის შემთხვევაში გადმოგეცემათ 50%-იანი ფასდაკლების ბარათი 3დღიანი ვადით.
101 ლარიდან ჩარიცხვის შემთხვევაში 50%ფასდაკლების ბარათს გამოიყენებთ 7 დღე.

თქვენი შემოწირულობის დახმარებით თუ შევძლებთ პროექტის განხორციელებას, გთხოვთ წვლილის შეტანისას, მიუთითოთ თქვენი კოორდინატები, რათა მოხდეს საჩუქრის გადაცემა. მადლობა ყველას, ვინც შეიტანს წვლილს ამ პროექტში.

პროექტის ავტორის შესახებ : მე ვარ ლია ტორუა, 34 წლის, ვმუშაობ სავაჭრო ცენტრში. იდეა ამ პროექტის წამოწყების გაჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ სამსახურში შესვენების დროს ხშირად მიწევდა ეგრეთ წოდებული სთრითფუდის მირთმევა. არჩევანი არც ისე დიდია, ძირითადად ყველა საკვები ობიექტი გვთავაზობს ერთი და იგივეს: პურ-ფუნთუშეული, ჰოთ-დოგი, შაურმა, ცომეული, ზეთით გაჯერებული. რა თქმა უნდა შეგვიძლია მივირთვათ სხვა და სხვა სალათები, რაც უფრო ჯანსაღია, მაგრამ ფასები აქ უკვე არაჯანსაღია. ამან თავის დროზე გამოიწვია ჯანმრთელობის პრობლემა და ჭარბწონიანობა. მომიწია დიეტის დაცვა და მივხვდი, რომ დღესდღეობით არსებულ ბაზარზე ძალიან რთულია ჯანსაღად იკვებო. ამან განაპირობა ის, რომ სახლში დავიწყე მე თვითონ კერძების და დესერტების დამზადება. ჩემი პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მოგვარდა და კულინარიაც გახდა ჩემი ჰობი. ხშირად ვატარებ ექსპერიმენტებს და ერთხელაც ვიპოვე კარამელიზებული ვაშლის რეცეპტი. და რა თქმა უნდა, ის გახდა რჩეული დესერტი. ძალიან დავიმუხტე სურვილით, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო ეს დელიკატესი. უდაოდ, ის პირველ ადგილზეა, როგორც სიჯანსაღით და ფასის ხელმისაწვდომობით, ასევე ვიზუალით.

პარტნიორები