წვლილი

ქართული ჩირი
მდგომარეობა: 1.34%
წვლილის დასრულებამდე დარჩენილი დრო დასრულებული
პროექტის ბიუჯეტი 4115 ლარი
 ვიკვებოთ ქართულით

პროექტის მიზანია ქართული ადგილობრივი პროდუქტის პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია ჩვენი რესურსების სწორად გამოყენება. ქართული, ჯანსაღი და გემრიელი ხილით ეკოლოგიურად სუფთა ჩირის წარმოება, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში მსურველებისათვის. ასევე ტურისტებისათვის, რაც თავის მხრივ იქნება როგორც ადგილობრივი ასევე მთლიანად საქართველოს კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია. ჩემი მიზანია გამოვიყენოთ უფრო მეტი ადგილობრივი პროდუქტი და რაც მთავარია ვიკვებოთ ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით.
პროექტის პრეზენტაცია : ჩირი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და ნატურალური ნუგბარია. გამხმარ ხილში გაცილებით მეტი ვიტამინია შენარჩუნებული, ვიდრე მაცივარში სეზონურად შენახულ პროდუქტში. ჩირი ადამიანისათვის სრულფასოვანი საკვებია და შეიცავს ახალი ხილის ყველა სასარგებლო ნივთიერებას, მას სამკურნალო ეფექტიც აქვს. ხშირად ექიმთა დანიშნულებით უამრავი ადამიანისათვის ჩირი მავნე ტკბილეულის ჩამნაცვლებელიცაა. რაც შეეხება, ჩირის წარმოებას, ხილის გამოშრობა სპეციალური დანადგარების საშუალებით მოხდება. პრუდუქციის ნაწილს დღენახევარი, ნაწილს კი შედარებით მცირე დრო სჭირდება გასაშრობად. მეხილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ტრადიციული დარგია. ის თითქმის ყველა რეგიონში არის გავრცელებული, შესაბამისად, ჩირის დამზადების ტრადიციაც საქართველოში უძველესი დროიდან არსებობს, თუმცა მოხმარების მხრივ ევროპას ვერ შევედრებით, იქ კარგად იციან გამომშრალი ხილის ფასი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება უფრო მეტი იცოდეთ სხვადასხვა სახეობის ჩირის სასარგებლო თვისებებზე, სწორედ ამიტომ ჩემ მიერ წარმოებულ ჩირის თითოეულ შეფუთვას თანდართული ექნება თავისი სასარგებლო მხარეები. ჩირის თითოეული შეფუთვა, ძირითადად, 100გრ_ანი და 200გრ_ანი იქნება. ასევე ვაპირებ შევქმნა სასაჩუქრე შეფუთვები ხილის ჩირის ასორტით.

ბიუჯეტი :
ხილის საშრობი, 3ცლ=810ლარი;
ვაკუუმის აპარატი, 2ცლ=500ლარი;
მაცივარი=1345ლარი;
ნედლეულის შესაძენად=675ლარი;
შესაფუთი მასალა=560ლარი;
ეტიკეტისთვის=225ლარი.

ჩემი თანამონაწილეობა ამ პროექტში მდგომარეობს შემდეგში: საჩუქრებისათვის ნედლეულით უზრუნველყოფა და ფართი, სადაც განვახორციელებ პროექტს. თავდაპირველად მეყოლება მოხალისე ქალბატონები, რომლებიც დამეხმარებიან ხილის დასუფთავებასა და დაჭრაში. შემდეგში კი ისინი ჩემი თანამშრომლები გახდებიან. ასევე წვრილმან, გაუთვალისწინებელ ხარჯებს უზრუნველვყოფ საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირება, ელ.ენერგია და ა.შ) რაც შეეხება საჩუქრებს, ჩემი რესურსებით განვახორციელებ დანაწილებას და დამზადებას.
საჩუქრები :
1ლ-დან 5ლ-მდე _ ვაშლის ჩირის 200გრ-იანი შეფუთვა.
6ლ-დან 10ლ-მდე _ვაშლის ჩირის 200გრ-იანი შეფუთვა + მარწყვის 100გრ-იანი შეფუთვა.
11ლ-დან 20ლ-მდე _მარწყვის 100გრ-იანი შეფუთვა+ატმის ჩირის 100გრ-იანი შეფუთვა.
21ლ-დან 30ლ-მდე _ატმის ჩირის 100გრ-იანი + ბანანის 100გრ_იანი შეფუთვა+ქლიავის ჩირის 200გრ_იანი შეფუთვა.
31ლ-დან 40ლ-მდე _ჩვენი საფირმო ხილის ასორტის 500გრ-იანი სასაჩუქრე შეფუთვა.
41ლ-დან 50ლ-მდე _ჩირის ასორტის 300გრ-იანი შეფუთვა და 30%-იანი ფასდაკლება ჩვენს პროდუქტზე.
51ლარზე მეტი_ 50%-იანი ფასდაკლება ჩვენს ნებისმიერ პროდუქტზე +300გრ-იანი ჩირის ასორტი.

საჩუქრების მიწოდება რეგიონებში მოხდება ეტაპობრივად. თავდაპირველად ბათუმში მოხდება დანაწილება და შემდეგ რეგიონებში. ზოგს ფოსტის საშუალებით, ზოგს კი ახლობლების დახმარებით გავუგზავნი. ასევე ვაპირებ ფესტივალშიც მივიღო მონაწილეობა, სადაც თითოეულ მხარდამჭერს დავპატიჟებთ, ვინც მიიღებს ამ პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას, შესაბამისად ისინი ისარგებლებენ გარკვეული უპირატესობით.

პროექტის ავტორის შესახებ : მე ვარ ფიქრია აბურჯანია 30 წლის, დავიბადე და გავიზარდე სამეგრელოს ერთერთ ისტორიულ მხარეში, ქალაქ ხობში. ვსწავლობდი "ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის" ფაკულტეტზე. ამჟამად ვარ დიასახლისი. მყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. ვცხოვრობთ ქალაქ ბათუმში. დაახლოებით ხუთი წლის წინ ბათუმში, მე და ჩემი მეუღლე ვამუშავებდით პატარა სუვენირების მაღაზიას, რომელიც გათვლილი იყო ტურისტებზე. გვქონდა უამრავი ნივთი რომელიც საქართველოს ან ძირითადად ბათუმს ეხებოდა. ყველაფერი იყო წარწერით GEORGIA,BATUMI ან მხოლოდ საქართველოს დროშა იყო აღბეჭდილი. ნელნელა გავარკვიეთ , რომ ძალიან მოსწონდათ ქართული სანელებლები, ჩურჩხელა, სხვადასხვა ხილის ჩირი, საწებელი ტყემლის, ღვინო და ჭაჭაც თავისთავად. გადავწყვიტეთ მრავალფეროვანი მაღაზია გვქონოდა და ეს ყველაფერი შევამატეთ ჩვენს სუვენირებს, მართლაც დიდი ინტერესი და მოწონება დავიმსახურეთ მათი მხრიდან. მაშინ გავიფიქრე თუ რატომ არ შეიძლებოდა მეც დამემზადებინა ხილის ჩირი, შემეფუთა ლამაზად და შემეთავაზებინა სხვადასხვა ობიექტებისთვის. გული მწყდებოდა პატარა საწარმოს გაკეთების საშუალება რომ არ მქონდა, სადაც შემეძლებოდა სხვადასხვა ხილის გამოშრობა და შემდგომში რეალიზაცია. მსურს შევიძინო 3 ცალი ელექტრო ხილის საშრობი აპარატი, რომლითაც შემეძლება დღეღამეში 15_დან 25 კილოგრამამდე ხილის გამოშრობა. გაზაფხულიდან მარწყვით დავიწყებ და შუა ზამთრამდე ციტრუსის გამოშრობით დავასრულებ. ხილის გამოშრობა მოხდება შაქრის დანამატის გარეშე, რაც სიჯანსაღეს და მის გემოვნურ თვისებებს შეუნარჩუნებს. ასევე შევიძენ ვაკუუმის აპარატს, რომლის დახმარებითაც შევფუთავ ჩირს, რის შედეგადაც მივიღებ უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. თითოეულ შეფუთვაზე დატანილი იქნება ანოტაცია პროდუქტის შესახებ ქართულად. სისტემატიურად ვაწარმოებ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ობიექტებზე, ასევე რეკლამისთვის გამოვიყენებ სოციალურ ქსელს. ფასი იქნება ხარისხიანი პროდუქტის შესაბამისი, კონკურენტუნარიანი და რა თქმა უნდა მისაღები. ჩემი სურვილია ვიყო ქალი მეწარმე.

ვიდეო: https://www.tiktok.com/@piqriaaburjania/video/6830506014651976966?u_code=dagjmk1m33l943&preview_pb=0&language=en&_d=dagk080fgg08di&timestamp=1590351240&user_id=6787692207594243078&utm_source=copy&utm_campaign=client_share&utm_medium=android&share_app_name=musically&share_iid=6829447445878933254&source=h5_m

პარტნიორები