რა უნდა იცოდე
რა არის რაა?

Raa.ge ქართული "crowdfunding"-ის, თანადაფინანსების პლატფორმაა, რომელიც გეხმარებათ მიიღოთ საჭირო სახსრები თქვენი პროექტის განსახორციელებლად.

თუ გაქვთ სურვილი, ხედვა, პროექტის იდეა საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, განათლება, ხელოვნება, მეცნიერება, სოციალური პროექტები, და ა. შ., მაშინ მოცემული პლატფორმა თქვენთვისაა განკუთვნილი. ჩვენი მიზანი სწორედ ახალი წამოწყებების მხარდაჭერაა და ამისთვის ახალ (ძალიან ძველ :-) გზას გთავაზობთ.

პლატფორმა ერთმანეთთან აკავშირებს იმ ადამიანებს, ვისაც სურთ საკუთარი იდეის განხორციელება და იმათ, ვისაც მოცემულ პროექტში საკუთარი წვლილის შეტანა სურთ. პლატფორმა მთლიანად ნდობაზეა დაფუძნებული და საზოგადოებას აძლევს საშუალებას დააფინანსოს ის პროექტები, რომლებიც ამავე საზოგადოების კეთილდღეობის ფორმირების საფუძველია.

რაა.გე პროექტის ავტორებს აძლევს შესაძლებლობას მოითხოვონ საზოგადოების მხარდაჭერა, მათივე მეგობრების, ნაცნობების, ნათესავების ჩართულობა მათი წამოწყების რეალიზებაში. თითოეული პროექტი ინდივიდუალურ და საყოველთაო სარგებელზეა გათვლილი, რადგან : „რაც შენ გერგება, ჩვენც შეგვერგება".

მთავარი მოქმედი გმირი შენ ხარ რა.

რა არის თანადაფინანსება?

Crowdfunding-ის ცნობილი პლატფორმების მეშვეობით მთელს მსოფლიოში უკვე მრავალმა ადამიანმა შეძლო ერთმანეთის მხარდაჭერა. რამდენიმე მაგალითი, რომელიც ჩვენი შთაგონების წყაროც გახდა, არის შემდეგი პლატფორმები : Kickstarter, Ulule, Indiegogo, KissKissBankBank, Smartangels, WePlaySport, IAmLaMode, BlueBees, Ecobole.

ეს არის ახალი გზა ადამიანის ურთიერთობისა მის გარემოსთან, ხოლო საზოგადოებისა - მის შემადგენელ ინდივიდებთან. ამასთანავე, ეს ძალიან ძველი გზაცაა ურთი-ერთ-ობისა. საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა მისთვის სასურველ პროექტს დაუჭიროს მხარი, დააფინანსოს თავისივე წარმატება, რადგან იმავე პროექტის ხვედრი მისივე ბედიცაა.

რატომ შევიტანოთ წვლილი პროექტში?

თუ პროექტი თქვენთვის მნიშვნელოვანია, საიმედოა და სიცოცხლისუნარიანია, მაშინ მისი განხორციელება თავად თქვენთვის იქნება სასიხარულო. იდეა სწორედ თქვენი წყალობით იარსებებს.

თქვენდამი მადლიერების ნიშნად პროექტის ავტორი განსაზღვულ საჩუქრებს შემოგთავაზებთ. ეს ერთგვარად დააკომპენსირებს თქვენს კონტრიბუციას.

როგორ ხდება დაფინანსება ?

პროექტის დაფინანსების წყარო ინდივიდუალური ფინანსური შენატანებია. პროექტის ავტორი ადგენს ბიუჯეტს და განსაზღვრავს პროექტის დასაწყებად საჭირო დროსა და თანხას. მოცემულ დროში პროექტი იღებს კონტრიბუციას საზოგადოებისგან და აღწევს ან არ აღწევს ბიუჯეტის დადგენილ მიზანს. შეგროვილი თანხა საკომისიოს გამოკლებით, მიუხედავად იმისა, მიღწეულ იქნა თუ არა ბიუჯეტის განსაზღვრული მიზანი, ირიცხება პროექტის ავტორის ანგარიშზე პროექტის ვადის ამოწურვის შემდგომ.

რაა.გე დაფუძნებულია ნდობის პრინციპზე. პლატფორმა არ ახორციელებს კონტროლს პროექტის განხორციელების შემდგომ შეგეგებზე. ის მხოლოდ აკავშირებს არსებულს სასურველთან. ხოლო გადაწყვეტილება თქვენი მისაღებია:

გაიღე და მიიღე შენი გადასაწყვეტია რა.

როგორ ხდება საჩუქრების გაცემა?

პროექტის შემქმნელი ადგენს, თუ რას შესთავაზებს მხარდამჭერებს მათი წვლილის სანაცვლოდ პროექტის დასრულების შემდგომ. ჩვენი პლატფორმა არ ახორციელებს ზედამხედველობას საჩუქრების გაცემაზე. ეს მთლიანად არის დამოკიდებული პროექტის ავტორსა და მისი მხარდამჭერების ურთიერთნდობაზე. თუმცა, თუ პროექტის ბიუჯეტის მიზანი არ იქნა მიღწეული, ავტორისთვის, შესაძლოა, საჩუქრის გაცემა რთული აღმოჩნდეს. ეს კონკრეტულ პროექტზე და მის თავისებურებებზეა დამოკიდებული.

რა არის საკომისიო თანხა?

პროექტზე შეგროვილი თანხის 10% რეზერვირდება ბანკის მიერ. ამას ემატება საბანკო ტრანზაქციის საფასური - 2%. სრული საკომისიო - 12% გასათვალისწინებელია პროექტის ბიუჯეტის შედგენისას.

რა უნდა იცოდე
კონკრეტული წესი იმის შესახებ თუ როგორ იწერება პროექტი არ არსებობს. ყოველი პროექტი უნდა მოიცავდეს მის მიზანს, აღწერას, განხორციელებისთვის აუცილებელ ამოცანებს და შესაბამის ბიუჯეტს. პროექტის დასაწყებად უნდა შეავსოთ
რა არის რაა?

Raa.ge ქართული "crowdfunding"-ის, თანადაფინანსების პლატფორმაა, რომელიც გეხმარებათ მიიღოთ საჭირო სახსრები თქვენი პროექტის განსახორციელებლად.
ძიება
შემოგვიერთდით Facebook-ზე
პარტნიორები
შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით