როგორ იწერება პროექტი

კონკრეტული წესი იმის შესახებ, თუ როგორ იწერება პროექტი, არ არსებობს. ყოველი პროექტი უნდა მოიცავდეს მის მიზანს, აღწერას, განხორციელებისთვის აუცილებელ ამოცანებს და შესაბამის ბიუჯეტს. პროექტის დასაწყებად უნდა შეავსოთ საიტზე განთავსებული რუბრიკის „დაიწყე შენი პროექტი“ ელექტრონული ფორმა. შევსებული ფორმა გადაიგზავნება ადმინისტრატორთან საბოლოო დასტურისთვის, რის შემდეგაც პროექტი საიტზე განთავსდება.

პროექტის მთავარი ფრაზა

დასაწყისისთვის გამოიყენეთ მოკლე ფრაზა - ერთგვარი რეზიუმე თქვენი პროექტისა, რომელიც პირველი შეხების წერტილი იქნება თქვენს პოტენციურ მხარდამჭერებთან. ეს არის ძირითადი ფრაზა, რომელიც დაგეხმარებათ პროექტის ეფექტურ კომუნიკაციაში სოციალურ ქსელებზე. მისი მეშვეობით მოუწოდებთ კონტრიბუტორებს კონკრეტული მოქმედებისკენ, მაგ, „მხარი დაუჭირეთ თანამედროვე მუსიკის კონცერტს“, „შეიტანეთ წვლილი სოფლის განვითარებაში...“, „მონაწილეობა მიიღეთ...“, „დაგვეხმარეთ...“, „შემოგვიერთდით...“, და ა. შ.

პროექტის აღწერა

დეტალურად აღწერეთ თქვენი პროექტი. მოყევით ისტორია: რისი გაკეთება გსურთ, რატომ, რა მიზეზით, რა მიზნით, რა საშუალებებს გამოიყენებთ, როგორ, რა ბიუჯეტი გჭირდებათ, და ა. შ. მომხმარებელს აინტერესებს თავად პროექტის იდეის გაჩენის ისტორია, მისი განვითარების ეტაპები/ შემდგომი ეტაპები, მიზანი და მიზეზები, იდეის გარშემო არსებული რისკები და იმედები, მოკლედ, ყოველი წვრილმანი, რაც კი საინტერესოს და წარმოდგენადს ხდის პროექტს. გაითვალისწინეთ, რომ პროექტის მხარდამჭერები პროექტის ავტორისგან, პირველ რიგში, ინფორმაციას ელიან. ასე რომ, მაქსიმალურად საინტერესოდ წარმოადგინეთ თქვენი პროექტი. ჩართეთ ემოციური და პიროვნული ასპექტი პროექტის აღწერაში. ეს მეტ ინტერაქციას გამოიწვევეს თქვენს მხარდამჭერებში, რაც გაზრდის პროექტის დაფინანსების შანსებს.

პროექტის ვიზუალური მხარე

რადგან ვიზუალურ მხარეს პროექტის პიარისთვის და მხარდამჭერების მოსაზიდად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ გირჩევთ, საინტერესო ფოტო და ვიდეო მასალა განათავსოთ პროექტის აღწერაში. პროექტის ავტორის მიერ საიტზე შესავსებ აპლიკაციაში ფოტოებისა და ვიდეობის ატვირთვა, ამ ეტაპზე, შესაძლებელი არ არის, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ პროექტის აღწერაში მიუთითოთ შესაბამისი ფოტოების/ვიდეოების ბმულები და ჩვენ თავად ჩავამატებთ ამას თქვენს პროექტში. ასევე, შესაძლებელია ფოტო მასალის მოწოდება ელ-ფოსტის მეშვეობით.

პიროვნული მხარე პროექტისა

გახსოვდეთ, რაც მეტად გათავისებული გაქვთ პროექტი, რაც მეტად პიროვნულ ასპექტში წარმოაჩენთ მას, მით მეტი მხარდაჭერა გექნებათ. წარმოადგინეთ თქვენი თავი შესაბამისი პრეზენტაციის ველში. შეგიძლიათ ჩანიშნოთ ასევე თქვენი ფოტოს ბმული (ჩვენ ავტვირთავთ ფოტოს). ადამიანები გაგიცნობენ, ასე ვთქვათ, პროექტის კითხვისას თქვენზე წარმოდგენას შეიქმნიან და მეტად გაუჩნდებათ დახმარების სურვილი.

პროექტის ბიუჯეტი

ბიუჯეტის განსაზღვრისას მიუთითეთ რაში დაიხარჯება შეგროვილი თანხა. თითოეული პუნქტი რეალობას უნდა ასახავდეს, რათა მეტი ნდობა მოიპოვოთ პოტენციურ მხარდამჭერებში. ხარჯების დეტალური აღწერით შეგიძლიათ აჩვენოთ, რამდენად სერიოზულად ეკიდებით საქმეს, რამდენად მზად ხართ მის განსახორციელებლად. ეს მეტ ნდობას გამოიწვევს პროექტის მიმართ და შესაბამისად, მეტ ფინანსურ მხარდაჭერასაც. შეგიძლიათ აქვე აღნიშნოთ, რას გააკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ იმაზე მეტი თანხა შეგროვდა, ვიდრე ბიუჯეტშია განსაზღვრული. ეს დამატებით მოტივაციას შექმნის კონტრიბუტორებში. ასევე, განსაზღვრეთ ბიუჯეტის ხარჯვის ეტაპები და ვადები.

მაგ, გსურთ გარკვეული საიტის შექმნა კონკრეტული პროდუქციის სარეალიზაციოდ : 600ლარი - საიტის შექმნა, ადმინისტრირება, 800ლარი - პროდუქციის შეძენა, 400ლარი - მარკეტინგის ხარჯები, 200ლარი - სადისტრიბუციო ხარჯები, კურიერის მომსახურება, და ა. შ.

საჩუქრები

შესთავაზეთ საჩუქრები მხარდამჭერებს მათი წვლილის შესაბამისად. განსაზღვრეთ დონეები. მაგ, 5ლარი, 10ლარი, 20ლარი, 35ლარი და ა. შ. თითოეული წვილისთვის რა საჩუქრის შეთავაზება შეგიძლიათ, რა ვადებში? შეცვალეთ საჩუქრის ტიპი შემოწირული თანხის შესაბამისად. აქვე არ დაივიწყოთ სულ მცირე თანხები, 5ლარი, 1ლარი; ყოველი წვლილი დასაფასებელია. აღნიშნეთ, რომ მადლობას უხდით მხარდამჭერებს. შესთავაზეთ, თუნდაც, სიმბოლური საჩუქარი, რომელიც თქვენი მხრიდან ყურადღებისა და მადლობის ნიშანი იქნება.
მაგ, გსურთ თანხის აგროვება თქვენი ნახატების გამოფენის ორგანიზებისთვის : თქვენს გულშემატკივარს მეტი მოტივაცია ექნება თქვენი დახმარებისა, თუ მას გამოფენის მოსაწვევს შესთავაზებთ. ასე, გულშემატკივრის ჩართულობას გამოიწვევთ პროექტის შედეგებში და გაზრდით მის მოტივაციას.

კომუნიკაცია პროექტის გარშემო

პროექტის შესახებ აქტიური კომუნიკაცია თქვენი წარმატების გასაღებია. მოიპოვეთ მხარდაჭერა, თავდაპირველად, თქვენს საახლობლო, სამეგობრო წრეში: ოჯახი, მეგობრები, ახლობლები, ნათესავები.... გახსოვდეთ, უცნობი ადამიანები მხარს აქტიურად დაგიჭერენ მაშინ, როდესაც ნახავენ, რომ თქვენი ახლობლები გიჭერენ მხარს.
პროექტის დასაწყებად (თანხის ასაგროვებლად) განსაზღვრეთ დრო, მაქსიმუმ 90 დღე. გახსოვდეთ, მოკლე დროში პროექტის დაწყების შესაძლებლობა მეტ მოტივაციას ბადებს მხარდამჭერებში.

წარმატებებს გისურვებთ!

რა უნდა იცოდე

კონკრეტული წესი იმის შესახებ, თუ როგორ იწერება პროექტი, არ არსებობს. ყოველი პროექტი უნდა მოიცავდეს მის მიზანს, აღწერას, განხორციელებისთვის აუცილებელ ამოცანებს და შესაბამის ბიუჯეტს. პროექტის დასაწყებად უნდა შეავსოთ
რა არის რაა?

Raa.ge ქართული "crowdfunding"-ის, თანადაფინანსების პლატფორმაა, რომელიც გეხმარებათ მიიღოთ საჭირო სახსრები თქვენი პროექტის განსახორციელებლად.

ძიება

შემოგვიერთდით Facebook-ზე

პარტნიორები

შეუკვეთე ზარი
დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენ დაგიკავშირდებით